ჩანაწერი
Laravel
მარის
სევდას მოუხმობს სიჩუმე ღამის
და ვარსკლავებში გაფანტავს ნისლებს
ამ სიბნელეში სად ვნახავ მარის
დავეძებ სადღაც მიყყვები ფიქრებს
ღამის სივრცეში მიმოფანტული
ცა მოჭედილი და ღამე წყნარი
ის ჩემს გულშია შემოპარული
ლამაზი, დიდრონთვალება მარი
სხივებს არეკლავს მისი ღიმილი
გაფანტავს ღრუბლებს დაბერავს ქარი
სევდა გაქრება გულში ჭიდილი
ვხვდები რომ შემყვარებია მარი,
მარის თვალები და გამოხედვა
რაღაც უცხოა და თან თბილია,
მე იმ თვალების მზერა დამჩემდა
ის სულ სხვა არის სხვანაირია.
და ვარსკლავებში გაფანტავს ნისლებს
ამ სიბნელეში სად ვნახავ მარის
დავეძებ სადღაც მიყყვები ფიქრებს
ღამის სივრცეში მიმოფანტული
ცა მოჭედილი და ღამე წყნარი
ის ჩემს გულშია შემოპარული
ლამაზი, დიდრონთვალება მარი
სხივებს არეკლავს მისი ღიმილი
გაფანტავს ღრუბლებს დაბერავს ქარი
სევდა გაქრება გულში ჭიდილი
ვხვდები რომ შემყვარებია მარი,
მარის თვალები და გამოხედვა
რაღაც უცხოა და თან თბილია,
მე იმ თვალების მზერა დამჩემდა
ის სულ სხვა არის სხვანაირია.
Laravel
კომენტარი
0