შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მიმატოვე

წამოვედი,შენთვის ლექსიც ვერ დავწერე
არ შევშინდი და გავბედე უშენობა
შენს გრძნობებში სიყვარული ჩავაკერე
აწი აღარ მოგშორდება შენ ეს გრძნობა
მე შენს გულში, ჩემი გული დაგიტოვე
ჩემი სითბო,სუნი, რომ არ გშორდებოდეს
სამწუხაროდ, ამჯერად, მე მიგატოვე
გპირდები რომ ვეღარ მნახავ ვერასოდეს,
მოგონებებს დრო მორეცხავს, წაშლის ნელა
არ გაქრება ჭრილობები გულში ყველა
შენს ხმას, შენი სიმღერებით მოვიხსენებ,
შენ კი ჩემს ხმას, ვერასოდეს გაიგონებ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →