შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სიყვარული გვიანა.

სიყვარულმა სულ არ იცის
სიბერე და ჭაღარა
ეჭვიანობ მაშინ შენი
ის ან არის, ან არა,
სიყვარულმა თუკი გვერდში
რატომღაც ჩაგიარა
მოვა დრო და ჩამოგივლის
არ გეგონოს გვიანა,
ზოგჯერ შენაც ვერა ხედავ
გვერდით დაიარები
თვალებით გთხოვს მომწონხარო,
გაახილე თვალები,
შენც უთხარი მიყვარხარო
ბრმად რომ დაიარები,
გაიღიმე ჩაკეტილხარ
გახსენ გულის კარები,
ბრაზობ რომ ვერ შეგამჩნია
ხომ არ დაგაზიანა?!
დრო მოვა და შეგიყვარებს
სულ არ არის გვიანა
ნუ გონია აღარ მოვა,
რომ არ შეგეხმიანა
დაელოდე, დაბრუნდება
ცოტა დაიგვიანა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →