შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ისევ, გაზაფხული მოდის

მიდიოდი უკან აღარც
მოგიხედავს ჩემთვის,
იცი არ მიგატოვებდა
სიყვარული ჩემი,
ჩემი გული შენ გამოგყვა
ჩუმად დამალულად,
შენმა გულმა მიყვარხარო
წამჩურჩულა ჩუმად,
.
მე მეგონა სიყვარული,
რომ მიმატოვებდა,
დრო ყველაფრის მკურნალია,
და გაფრინდებოდა,
მაგრამ მივხვდი რომ გულიდან
არსად მიდიოდა,
შენი გული სიყვარულით,
ისევ გულში მქონდა,
.
რად გინდოდა გამიხლიჩე
გულში სიყვარული,
და წაიღე მხოლოდ ჩემი
მხოლოდ ჩემი გული,
შენს სიყვარულს მე ყოველღე
გულში ვეფერები,
შენ კი ჩემი სიყვარულით
სადღაც მემალები,
.
შენ წადი და დამიტოვე
მე ჩვენი გრძნობები,
არასდროს მიმატოვებენ,
შენზე ოცნებები,
გთხოვ დაბრუნდი გამიმთელე
გახლეჩილი გული,
დამიბრუნე სიყვარული
ჩემსგან წაღებული,
.
დამიბრუნე მოპარული,
ის დრო სანატრელი,
როდესაც რომ ერთი იყო,
ორი გული ჩვენი,
ისევ ყვავილები მოდის
ისევ გაზაფხული,
დამიბრუნე სიყვარული
ჩემსგან მოპარული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →