შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ჩემი საქართველო

ეს არ არის დახატული მთები
ეს არ არის მოქარგული მდელო
ღრუბლებს ზემოთ ფრენენ არწივები
არ მთავრდება მასზე სადღეგრძელო
ჩავეხუტო მინდა ვიგრძნო, სითბო,
მინდა მისი გულის ცემა ვიგრძნო
მინდა მისი მოფერება ვიყო
მინდა მისი სიყვარული სიტკბო,
მოჩუხჩუხებს წყაროს ცივი წყლები
მთის წვერები თოვლის ქუდით თავზე
სიმღერები კოსმოსური ხმების
მბურძღლავს ტანში განდაგანას ხმაზე,
მე სულ მინდა მოვიარო ფეხით
ფეხშიშველი რომ ტკივილი ვიგრძნო
ადგილები სადაც წინაპრების
სისხლში ბოლო ამოსუნთქვა იყო,
ეს არ არის დახატული მთები
ეს არ არის მოქარგული მდელო
ეს ღმერთისგან არის ნაბოძები
იდღეგეძელე ჩემო საქართველო.
საქართველო ჩემო საქართველო
უძველესო ძველო, ძველთა, ძველო
მინდა შევსვა შენზე სადღეგრძელო
შენს მიწაზე მინდა განვისვენო
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →