შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წვიმამ დაასველა გზები

წვიმამ დაასველა გზები
დარდებმა ჩამაწვა გულში
ვიცი უშენოდ მოვკვდები
ამ დამალულ სიყვარულში
ვიცი მიუწვდომელი ხარ
წინ კი მიუვალი გზები
გულს სიგიჟემდის უნდიხარ
შენ კი არა არ გჭირდები
არ მემორჩილება გული
უყვარხარ და იბრძვის შენთვის
დაკარგული სიყვარული
მიყვარხარ მეტს აღარ მეტყვის
ვერასდროს მომეფერები
გრძნობა გაფრინდა წარსულში
სანთელივით ჩავიწვები
ერთჯერ ვერ ჩაგიკარ გულში
წვიმამ დაასველა გზები
უშენობას როგორ ვხვდები
ალბათ უშენოდ მოვკვდები
რა ცუდია ვეგუები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →