შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჭოროხი

მივდივარ ნელა მივყვები
ჭოროხის პირა ნაპირებს
ნისლი მინამავს წამწამებს
მიხარია თუ მატირებს,
ჭოროხი ნელა ღიღინებს
მთებში თოვლები დნებიან
და ჩანჩქერები მორევში
ხმაურით ედინებიან,
ნისლმა ჩაყლაპა თითქოსდა
გაღმა გამოღმა ყანები
კლდეებს თოვლები წყდებიან
მოზანზარებენ ზვავები.
მინდვრები გადახნილია
დაფარცხულია გოროხი
ხეობას როგორ ამშვენებს
ეს ამღრეული ჭოროხი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →