ჩანაწერი
Laravel
ნისლის ხალიჩას დაგიგებ
ნისლის ხალიჩას დაგიგებ
ამოდი ჩემთან მთაშიო
მითხარი ბარში რა გინდა
ვისთან ხარ ტყვეობაშიო
სუფრას ისეთსა გაგიშლი
ხელს ჩამოართმევ მზესაო
აი იქ მაღლა სულ მაღლა
რომ ხედავ გორის წვერსაო
დარდი მკლავს ძლიერ მახურებს
მაგრილებს თოვლის ლოდები
სიყვარულს შენ ვერ გაგიმხელ
მაგრამ მაინც გელოდები
ამოდი მთაში ამოდი
მაჩუქე შენი ღიმილი
ძლიერ მკლავებში რომ ვიგრძნო
შენი სუნთქვა და ტკივილი
თეთრი საფარი ილევა
მწვანდება ირგვლივ მდელოო
მწვანე ბალახზე გაძინო
და ჩუმად რომ გიმღეროო
ნისლის ხალიჩას დაგიგებ
ამოდი ჩემთან მთაშიო
სიყვარულს ლექსად გიმღერებ
დარჩი ჩემს ტყვეობაშიო.
ამოდი ჩემთან მთაშიო
მითხარი ბარში რა გინდა
ვისთან ხარ ტყვეობაშიო
სუფრას ისეთსა გაგიშლი
ხელს ჩამოართმევ მზესაო
აი იქ მაღლა სულ მაღლა
რომ ხედავ გორის წვერსაო
დარდი მკლავს ძლიერ მახურებს
მაგრილებს თოვლის ლოდები
სიყვარულს შენ ვერ გაგიმხელ
მაგრამ მაინც გელოდები
ამოდი მთაში ამოდი
მაჩუქე შენი ღიმილი
ძლიერ მკლავებში რომ ვიგრძნო
შენი სუნთქვა და ტკივილი
თეთრი საფარი ილევა
მწვანდება ირგვლივ მდელოო
მწვანე ბალახზე გაძინო
და ჩუმად რომ გიმღეროო
ნისლის ხალიჩას დაგიგებ
ამოდი ჩემთან მთაშიო
სიყვარულს ლექსად გიმღერებ
დარჩი ჩემს ტყვეობაშიო.
Laravel
კომენტარი
0