შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

კავკასიონის გორებო

კავკასიონის გორებო
როგორ შევისხა ფრთებიო,
როგორ მოვფრინდე მწვერვალზე
შენს უნახავი ვკვდებიო,
შენთან ვიცხოვრებ არ წავალ
შენს გულში ჩაგეკვრებიო,
შენ გახსოვს ჩვენი წარსული
ყველაფერს მომიყვებიო,
ვიცი რომ ენით ვერ ამბობ
მაგრამ ყველაფერს ხვდებიო
ასე დიდები წყნარები
ამიტომ გეფერებიო,
შენი ლამაზი ბუნება
შენი წყლის ნაპრალებიო
ცივ წყაროს შენთან დავლევდი
და გულს დავიმშვიდებდიო,
კავკასიონის გორებო
არ შემოუშვათ მტრებიო
შენ ადრე გვეხმარებოდი
რატომ არ გვეხმარებიო
შენთან მოვალ და არ წავალ
შენს მთებში დავბუდდებიო
შენი შვილი ვარ იცოდე
ჩემი ძმებია მთებიო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →