ჩანაწერი
Laravel
შემოდგომა
შემოდგომა ჩუმად ებრძვის ზამთარს
ოქროს ფერზე მოიხატა მთები
ფოთლები ცაში ჩიტებად ფრენენ
შემოდგომის სილამაზით ვტკბები
გორის წვერებს თეთრი მოსდებია
შემოდგომა დაუძლურდა კვდება
მთებს ქუდებად, თოვლი დაშვებია
და ზამთარიც კარზე მოვადგება,
თოვლი, თოვლი, თოვლი მიხარია
თანაც გული მწყდება მოსვლით თოვლის
შემოდგომა თვალწინ გაგვიქვრება
მას ოქროსფერს აწი ვნახავ როდის,
გულში რაღაც სევდა თითქოს მრჩება
სადღაც მიდის, ან საიდან მოდის
ვხვდები რა ძნელია განშორება,
შემოდგომავ შეგეშინდა თოვლის.
შემოდგომა იპარება ნელა,
ჩემს ეზოში ფანტელები მოდის
აქ კი ზამთარს ეგებება ყველა,
შემოდგომავ, მე შენ გიხდი ბოდიშს.
ოქროს ფერზე მოიხატა მთები
ფოთლები ცაში ჩიტებად ფრენენ
შემოდგომის სილამაზით ვტკბები
გორის წვერებს თეთრი მოსდებია
შემოდგომა დაუძლურდა კვდება
მთებს ქუდებად, თოვლი დაშვებია
და ზამთარიც კარზე მოვადგება,
თოვლი, თოვლი, თოვლი მიხარია
თანაც გული მწყდება მოსვლით თოვლის
შემოდგომა თვალწინ გაგვიქვრება
მას ოქროსფერს აწი ვნახავ როდის,
გულში რაღაც სევდა თითქოს მრჩება
სადღაც მიდის, ან საიდან მოდის
ვხვდები რა ძნელია განშორება,
შემოდგომავ შეგეშინდა თოვლის.
შემოდგომა იპარება ნელა,
ჩემს ეზოში ფანტელები მოდის
აქ კი ზამთარს ეგებება ყველა,
შემოდგომავ, მე შენ გიხდი ბოდიშს.
Laravel
კომენტარი
0