შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შენი სიტყვები გაყინულია

შენსგან თბილ სიტყვებს
ვერ გავიგონებ,
როგორ არ მინდა
მჯეროდეს ამის,
ქალი რომელიც
მიყვარს მე ძლიერ,
ჩემს სიცოცხლეზე
ის მაღლა არის,
ვერ ხვდება
თუ მას არ უნდა მიხვდეს,
მონად ვიქეცი
საკუთარ თავის,
სხვა გზა არა მაქვს,
ამ ცივ სიტყვებში,
მე სითბოს ვეძებ
მინდა რომ ვნახო,
გულს შეუყვარდა
ეს ყინვა ცივი,
და მან არ მკითხა
ვინ შევიყვარო,
ტვინი ერთს ფიქრობს
გული კი რასა,
მე დაბნეული
დავეძებ გზასა,
რომ დავაღწიო
თავი საწყალმა
წყეულ სიყვარულს
და მონობასა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →