შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სიყვარულის ბაღში

სიყვარულის ბაღში
რომ შეგეხო მინდა
თმის სურნელი შენი
გულში შემოფრინდა,
მომწონს სახე ნაზი
და ფაფუკი თმები
შენს ნაწნავის ძირას
კოცნით შეგეხები,
ყვავილის ფანტელი
რომ დაფრინავს ცაში
მოდებულა თეთრად
წამწამებში, თმაში,
სიყვარულის ბაღში
ლანდივით გავჩნდები
ჩუმად ნელა ყურში
ჩაგეჩურჩულები
შენ კი ჩაგეძინა,
და სიზმრებში დაფრენ
მე კი შენ მძინარეს
დაგყურებ და ვაფრენ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →