შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ეს ჩემი ფერია

შენ წარმოგიდგინე
სხვადასხვა ფერებში
კალმით ვერ დაგხატე
დაგხატე ლექსებში,
დაგხატე მე ჩემით
ასოთა ბგერებში
ეს ჩემი ფერია
რითმების ფერებში,
გავრითმავ შენს თვალებს
რომელიც მაწვალებს
გავრითმავ შენს ტუჩებს
შენს ეზოს შენს ქუჩებს
შენს სახეს რომელიც
მზესავით ანათებს
რომელიც მაბნელებს
რომელიც მაბრმავებს.
სიყვარულს დავხატავ
ლექსებად ფერებში
და ჩემს გულს მოგართმევ
დახატულს, ბგერებში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →