შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მე ვარ შენს გვერდით

შენ იცოდე რომ მე ვარ შენს გვერდით
ყოველთვის ყველგან დილით და ღამით
შენ იცოდე რომ არ მიგატოვებ
არ მიგატოვებ არვცერთი წამით
შენც ჩემში ცოცხლობ არ მიმატოვო
ძარღვებში სისხლი ტრიალებს ჩქეფავს
და სისხლთან ერთად ტრიალებ ჩემში
ჩემთან ხარ ჩემში ვერავინ გხედავს
არავის ვეტყვი დაგმალავ მარად
ჩემს ორგანიზმში რომ ჩაიზარდო
და შენი ლანდი დამყვება ლანდად
დაგელოდები რომ გაიზარდო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →