შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შემოდგომა ქუჩაში

ფერებს კარგავს შემოდგომა
გულში მოიღუშა დარი
ეზოებში ავდარია
მთებში კი ბობოქრობს ქარი
ჩემს ქუჩაზე წვიმა მოდის
ქუჩა არის სევდიანი
ქუჩის ბოლოს შეყვარებულს
ელოდება ერთი ქალი,
წვიმა მოდის ნელა მოდის
დარი არის თუ ავდარი
სევდამ სევდას მოერია,
გულში მოიმატა ბზარი,
ფერებს კარგავს შემოდგომა
რეცხავს წვიმა ნელა, ნელა
ნეტავ ის ქალი ვინ არის
ელოდება და თან სჯერა,
წვიმამ უფრო მოუმატა
ცარიელი ქუჩა წყნარი
სევდა ქუჩას მოსდებია,
სახლში მარტო მიდის ქალი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →