შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შენზე ვწერ ლექსებს

შენზე ვწერ ლექსებს, გეალერსები
შენი თვალები ღმერთია ჩემთვის
ჩემს თავს გავწირავ, ყველაფერს შევქმნი
თუ ეს თვალები მიყვარხარ მეტყვის
შენს გულის ტკივილს მე ვერ ავიტან
შენი ტკივილი მწარეა ჩემთვის
შენს თვალებს როცა ნაღვლიანს ვხედავ
ო, როგორ მტკივა, ო, როგორ მეწვის
ცაში ვარსკლავებს მოვეფერები,
ვიცი რომ ერთი კაშკაშებს შენთვის
შენი გულისთვის ყველაფერს შევქმნი
თუ ეს თვალები მიყვარხარ მეტყვის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →