შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უსათაურო

ბარდა ბადი 9 წლის წინ
ისევ ნათდება ეს სარკმელი,
ლურჯი სხივებით
და ჭაღის ქიმზე შეისვენებს
ობოლი სული...
ბოკალს შევავსებ ღამესავით შავი შარბათით
და უხმოდ შევსვამ მაგ თითების
სევდიან ციმციმს.
შუა ოთახში ვდგავარ ისე,
როგორც წყვდიადი
და შევცქერივარ როგორ დნება,
პორტრეტი შენი,
მთვარის ღიმილში,
გულს ამიჩქარებს ბრმა წადილი...
შენში რომ ბორგავს
და მალე ვიცი,
დავიმსხვრევი,
ოცნებასავით.

2011
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →