შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

უსათაურო

ბარდა ბადი 9 წლის წინ
ალისფერ ქედებს მდუმარე ნისლი,
აწვება ნელა, ნელა და ნელა,
მღერის მენაბდე ნაღვლიან ფიქრით
და მდუმარების საათი დგება.
თეთრი პეპელა ფრთებს აფარფატებს,
ემშვიდობება სიცოცხლეს ალბათ
და სხივი ნელი, ნელი და ნელი,
ამ შემოდგომის ამახსოვრდება.
...და ასე გვიან, ამ სიცივეში,
ოდნავ შემათბობს მოგონებები,
მაგრამ არ ვიცი,
რატომ და რისთვის,
რატომ და რისთვის დამენანები.

2014
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →