შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ემიგრანტ მეგობარს

სიყრმიდან ქართულ ადათით გზრდიდნენ
ცდილობდი სულში წესთა დატევას
მოშავო ჩოხის იკრავდი ღილებს
ირტყავდი წელზე ქამარ-სატევარს.

დიად წინაპრებს ბაძავდი ისე
რომ გამსგავსებდნენ ფრთაგაშლილ მართვეს
დღემდე შემოგრჩა სისხლი იგივე
ჟამთა სვლა იმ ჟინს ვერაფრით გართმევს.

გგვრიდა ძვალ-რბილში უცნაურ ჟრჟოლას
დაუჟანგავი ჩანგების ჟღერა
და დღეს როდესაც სიმღერებს მოსთქვამ
მათი ჟღარუნი ჩაგესმის მჯერა.

ნიადაგ გედო შენს სასთუმალთან
და საზრდოობდი უკვდავი წიგნით
მისი ფრაზების უძლეველ ძალას
დღემდე გრძნობ გულის ფიცარის შიგნით…

რადგან სიყრმიდან ქართულად გზრდიდნენ
ცდილობდი სულში წესთა დატევას
რადგანაც ჩოხის გიკრავდნენ ღილებს
ირტყავდი წელზე ქამარ-სატევარს

რადგანაც დღემდე არ დაგცდა ოხვრა
და კიცხავ ყველა აშარს და არჯალს
მჯერა შენ შვილსაც მოაცმევ ჩოხას
მოარტყავ წელზე ვაჟკაცთა ხანჯალს.

2013
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →