შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სუიციდამდე შენს თვალებზე დავიწყებ ლოცვას

ყულფმორგებული რომ ვიდგები ჯოჯოხეთის წინ
და სუიციდში გამოსავალს ვიპოვი როცა,
სანამ გაივლის ჩემი სული ყველა საზვერეს,
სუიციდამდე შენს თვალებზე დავიწყებ ლოცვას.
სანამ სიგიჟის მომაკრავენ იარლიყს ბრძენები
და დამმარხავენ შავ მიწაში ჯერ კიდევ ცოცხალს,
სანამ სიბრაზით დავისერე სავსე ვენები,
სუიციდამდე შენს თვალებზე დავიწყებ ლოცვას.
სანამ სამყარო შეისყიდეს ვიღაც ა*ვრებმა
და დამიპირეს ორგულობით უღმერთოდ მოკვლა,
სანამ მივხვდები რომ ოცნება აღარ ახდება,
სუიციდამდე შენს თვალებზე დავიწყებ ლოცვას.
სანამ ტკივილებს გამახსენებს ძველი სტროფები
და კვლავ დაიწყებს ჩემს სხეულში ეს სული ბორგვას,
სანამ ვსუნთქავ და პოეტურად სანამ მოვკვდები,
სუიციდის წინ შენს თვალებზე დავიწყებ ლოცვას.
სანამ საკუთარ სიმარტოვეს ვერ შევეჩვევი
და ვერ მივხვდები რომ სიცოხლე წამი აღმოჩნდა,
სანამ უკვალოდ ამ კოსმოსის მტვერს შევერევი,
სუიციდამდე შენს თვალებზე დავიწყებ ლოცვას.
სანამ მზეები ჩუმად ჩავლენ წითელ გუგებში
და სანამ სხეულს ტკივილისგან სული აღმოხდა,
სანამ უსულოდ დავეცემი ნატკენ მუხლებზე,
სუიციდამდე შენს თვალებზე დავიწყებ ლოცვას.
სანამ მოვირგე ყულფი როგორც მოარგესს ათასს
და ჩავიდინე უმძიმესი მტანჯველი ცოდვა,
სანამ დამიწყებს უამრავი კიცხვას და განსჯას,
სუიციდამდე შენს თვალებზე დავიწყებ ლოცვას.
ყულფმორგებული რომ ვიდგები დავუცდი სასრულს
და სუიციდში გამოსავალს ვიპოვი როცა,
სანამ დემონნი და ანგელოსნი გაჰყოფენ ამ სულს,
მე შენს თითებზე და თვალებზე ვასრულებ ლოცვას.
Laravel

კომენტარი

4
Shen 4love.gezec xar:D magrad mevaseba sheni leqsebi..bravo ra,magrad wer poeto gogonav:*
ანნა ზეიკიძე
კი 4love.ge-ზეც ვარ ხოლმე :დ მიხარია ♥ გმადლობ
ვახ , ვახ როგორი ლამაზი ლექსები გაქვს ანნა
ანნა ზეიკიძე
გმადლო, ვილი :)
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →