შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ბრძოლით ვერაფერს ვერ მიაღწევ ცრემლების გარდა

თუკი ცხოვრებამ დაგიბრიყვა არ ჰკითხო
"რატომ"
თუკი ვერ უძლებ მარტოობის მწვავე იარებს,
თუკი მოგიწევს გადათელო მინდვრები
მარტომ,
დინებას მიყე,ერთხელ შენთვისაც
გამოიდარებს...
თუკი ვერ ფიქრობ ვერაფერზე მის გარდა
ღამით,
და ძილშიც,სიზმრად გესახება წუთიერ
ლანდად,
დანებდი ფიქრებს,დაუჩოქე ცხოვრებას
წამით,
ბრძოლით ვერაფერს ვერ მიღწევ
(ცრემლების გარდა)
და თუკი ფიქრობ,რომ სიცოცხლე არის
მარტივი,
გეტყვი რომ ცდები,დამტკიცებაც არ უნდა
ამას,
მთელი ცხოვრება "ცხოვრებისთვის"
მუდმივად იბრძვი,
ბოლოს კი მაინც ცრემლი გრჩება თვალებზე
შრამად...
Laravel

კომენტარი

2
ბრძოლით ცრემლებს მიაღწევს კაცი უეჭველად, მთავარი ისაა ცრემლი სიხარულის იქნება თუ სევდის.
გეთანხმებით
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →