შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დავხატავდი

რომ ვხატავდე, დავხატავდი თვალებს,
სიხარულის ცრემლით შენამთვრალევს.
დავხატავდი ლაჟვარდისფერ ზეცას,
როცა იგი ღრუბლებს თეთრად ძერწავს.
რომ ვხატავდე, დავხატავდი ღამეს,
ვარსკვლავებით გარშემორტყმულ მთვარეს...
მყუდროებას დავურღვევდი წყვდიადს,
შევურევდი ფერად-ფერად ფანქრებს.
მელოდიას დავხატავდი თუნდაც,
ემოციურ ჰანგებს ფუნჯებს ვანდობ,
დავხატავდი ბეთჰოვენს ან მოცარტს
და მათ ფონზე გაჩაღებულ ტანგოს.
პიანო და ფორტე ერთურთს ცვლიან,
კლავიშებზე ნათითურებს ტოვებს
თითები და ემოციით ცლიან
გაჟღერებულ ჰარმონიულ ნოტებს.
რომ შემეძლოს, ზღვას დავხატავ ცისფერს,
ციდან წვიმა მის ტალღებში ცრიდეს,
ბობოქრობდეს ნესტიანი ქარი,
მათ ნაპირთან... გადიოდეს ხანი.
რომ ვხატავდე, დავხატავდი მუზებს,
ოცნებების ჩავუშვებდი ღუზებს.
დავხატავდი გიჟურ გულთა ფეთქვას,
სიყვარული თამამად რომ ეთქვათ.
დავხატავდი გამოხატულ სითბოს,
რადგან ქვეყნად ყველა ამას ითხოვს.
დავხატავდი გაგიჟებულ მარტებს,
როცა წვიმა მეტ სიგიჟეს მატებს.
რომ შემეძლოს... დავხატავდი, რასაც დაუხატავს უწოდებენ ჯერამც,
დავხატავდი იმ გაუვლელ გზასაც,
სადაც კიდევ სიყვარულის სჯერათ.
ანი ქავთარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →