შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ვითომ გაიგებ?

როგორ ვიტირო წვიმის წვეთები ცრემლებად მაწვიმს,
შემომპარვია უსასრულო მელანქოლია,
გადააგორეს ეს ზამთარიც ცივმა ქარებმა
სულში სიცივე ვერ გაივლის ასე მგონია!
დააფახურებს მოგონება წამწამებს მორცხვად,
და თვალებს დახრის ნაამბორებს-შენგან,-სევდიანს,
როგორ მაკლიხარ ..,როგორ მინდა კვლავაც შეგეხო,
მახე დავუგო მაგ შენ თვალებს - შენებრ ეშხიანს,
შენ ტკბილ ბაგეებს უმორცხვესად სიტყვებ ვერთქმიანს,
სად დავემალო, თვალები რომ სულ თავს მესხმიან!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →