შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ყველაფრით გადაღლილს სიბნელე მეწვევა; ..

ყველაფრით გადაღლილს სიბნელე მეწვევა;
წარსული დარჩება მხოლოდ;
უღირსებს წყვდიადი წაიღებს ქარიშხლით;
დროება მოუღებს ბოლოს.
ღირსება გაიდგამს ჩემს ირგვლივ საწადელს;
იმედი იქცევა ფუჭად;
სიმართლეს სიცრუე ჩამოხსნის საფარველს;
დროება გაივლის მუქთად.
სიკვდილი ჩემს ნატვრად იქცევა მგონია;
ცხოვრება გაქრება წამში;
არ მინდა ცქერისას სინანულს შევხედო;
არ მინდა დავკარგო ჩემში.
სიცოცხლეს სამოთხედ ექცევა სიშორე;
დუმილი გაიღებს სიტყვას;
განაჩენს დაკარგავს წუთები ბოლოჯერ,
სიკვდილი იქცევა მითად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →