შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

საქუნჩლეში ქარი ქროდა

საქუნჩლეში ქარი ქროდა,
ბჟიორები ბოჟირობდნენ ქარში,
აბრუებდა ფიცრის ოდას
სუნი სხვენქვეშ გამოტანილ ვახშმის.

მამა კვენდღებს წირეხავდა,
ლაფაროსთან მობანცალე ბინდში,
ძაღლი ნალის ნატეხს ხრავდა,
პატრონივით კეთილი და ფინთი.

დედა გოგოს გულს კენკავდა
მორთული და მოლამუნე ენით.
- არ წავყვები, ჭადის მადლმა,
ნენი, თავი დამანებე ნენი!

- არა სახლში დაგაბერებ! -
ბუხარივით ღუღუნებდა დედა,
- ნენი თავი დამანებე! -
და ჭიშკართან,
ფური ჩრდილებს ფლეთდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →