შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მარადიდი

მარადიდი!
მარადიდი!
დაგლეჯილი მარა... დიდი,
მარად დიდი გლოვა ვისთვის,
ვისთვის კიდევ არა თითი,
იმერხევის წიწამური,
წამებული მარადისთვის,
მარადიდი!..
სისხლის დარდი,
მარადიდი, მარადიდი.

ფუძის ქვას თუ ქოხის ღრიჭეს,
მშობლიური ათბობს ბინდი,
ჩუქურთმაში ფურტკნავს ფუნჯი,
კვირტისა და ჩვილის ტიტინს,
გადაიფრენს ფერთაგორებს
და წაიღებს ამბავს ჩიტი,
სამშობლოში ვის ჭამს ეგრე,
ეგ უღმერთო მაგალითი...

მარადიდი!..
მარადისთვის, -
განწირული მარადიდი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →