შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ზეცა ვანახე

წავალ ჰამა
რომ წავიდე, იმფერი რა დავიბარო?!
შენი თმების თქაშათქუშით,
მსურს ხელ-პირი დავიბანო,
მსურს კისერზე მოვიძენძო,
ძეწმანურაი ვენახები,
აბა ცას და იმ ვენახებს,
ისე სად დევენახვები?...

ეველ...
ეველ...
ზეცა ვანახე,
ვარსკლავებსაც დავენახვე,
და მთვარემ შემომითვალა,
აქ იყავ და მე არ მნახე?...
,,წყალს ნაფოთი ჩამოჰქონდა,”
მთვარის შუქში ვთვალე... ვთვალე.
იმან რომ შემომითვალა,
შენ რად არ შემომითვალე?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →