შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბუხართან

წიფლის ცეცხლი ბარბალებს,
და კვარცხალებს კარდალი,
- ნენი - ბიჭი კითხულობს -
მჭადზე დაღი რად არი?

დედა ხმამწუხარეა
ზარს და ზეიმს ჩვეული,
- შვილო, მჭადზე ჯვარია
ძველი და კურთხეული.

დაგმანული დუმილი
წარსულს ესმის წყევლებად,
ყვება დედა გარდასულს,
ყვება და იცრემლება.

ღმუის ცეცხლი წითელი,
ღმუის და იფარფება,
ბიჭს ეშლება ბალანი
და ქოხს უნდა გაფრენა.

ქვაღვენთება ბუხარში
ჩუმად ღვივის ღადარი,
- ნენი - ბიჭი კითხულობს, -
მჭადზე ჯვარი რად არი?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →