შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

თუჯის მერცხლები ..

თუჯის მერცხლები აცვივა ფანჯრებს..
გაშეშებული..
ტკაცუნით..
ბავშვობაში თუნუქს რომ ვესროდი კენჭებს..
ოღონდ, უფრო მძიმედ..
უფრო შეკუმშულად..
დილა შემოდის, რომ ცოტა ხნით მაინც შევძლო დაძინება..
და ეს უსიცოცხლო თუჯის ჩიტები ქუთუთოებს მიმძიმებენ..
და მიმათრევენ ეშაფოტზე,
სადაც დამესიზმრები-
ყველაზე ჩახჩახა..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →