ჩანაწერი
Laravel
ჯერ თოვლი მოთოვს ..
<em>მ. და ზ.</em>
ჯერ თოვლი მოთოვს,
მერე კი მიწას
დაეწვეთება თვალების ნამი.
თუ შეედრება გარანდულ ფიცარს -
ცამდე ასული ლარიქსის ტანი.
თუ შეედრება სინათლე ლოდინს,
შეხვედრა დუმილს,
სინაზე საფლავს,
შავი და მძიმე საფლავის ლოდი -
ჩვენი მსუბუქი ცხოვრების ამბავს…
ჯერ თოვლი მოთოვს,
მერე კი მიწას
დაეწვეთება თვალების ნამი.
თუ შეედრება გარანდულ ფიცარს -
ცამდე ასული ლარიქსის ტანი.
თუ შეედრება სინათლე ლოდინს,
შეხვედრა დუმილს,
სინაზე საფლავს,
შავი და მძიმე საფლავის ლოდი -
ჩვენი მსუბუქი ცხოვრების ამბავს…
Laravel
კომენტარი
0