შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სურათი

ცივ წყალს იღებდა ვედროთი ჭიდან
სოფლელი გოგო - ცასავით წმინდა...
მზემ ღრუბლებიდან გამოიჭყვიტა,
ჩიტს, მოჭიკჭიკეს, დასძახა: „ჭიტა!“
მზეს გაუცინა სიმინდმა ჭყინდმა,
და ხმატკბილ ჭიკჭიკს უმატა ჩიტმა,
გახარებული მზე თვალებს მჭრიდა...
უცებ მომირჩა, რაც სენი მჭირდა!
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=10450

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →