შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ნანას

მოგენატრება შენ როდესაც ღმილი ჩემი, -
შენ მოიწყენ და დაიღლები მოწყენილობით!..
შენ მოიწყენ და დაიღლები მოწყენილობით, -
მოგენატრება შენ როდესაც ღიმილი ჩემი!..

მაშინ შენ მოხვალ ჩემს საფლავზე ძალიან გვიან, -
როს ფერი მწუხრის დაიმონებს ყველა სხვა ფერთა!..
მე ამოვგზავნი საფლავიდან პატარა იას
და ფერმკრთალ ღიმილს გამოვატან, ძვირფასო,
შენთან!..
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=10497

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →