შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მაგ შენ თვალებით მცინარი

მაგ შენ თვალებით მცინარი _
როდის დამწიფდება მაყვალი?!
როდის გაიზრდება ჩინარი _
მაგ შენი ტანივით მაღალი?!
როდის მოირთვება ნაზი
მიწა სააპრილო მზითევით?!
როდის დამწიფდება მარწყვი _
შენი ტუჩებივით წითელი?!
როდის გამიყუჩებს ტკივილს
შენი შემოხედვის ღადარი?!
მაგ შენი გულივით ცივი, _
ნეტავ, როდის წავა ზამთარი?!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →