შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

რწმენის კოცონი

ვინ იყო ბოლო მეციხოვნე, ვინაც გოდოლთან
მზეს იშველებდა მკერდზე ფარივით? –
თვალის მარილი ცას შეატოვა
და შენს ბალახებს წარეტანა უკანასკნელად.

მერე ვიღაცის შეცივნულ ბაგეს ჩამოტყდა სიტყვა:
შენ ხარ ფენიქსი, – წინაპრის სულით
საკუთარ ფერფლში აღმოცენდი
და ისრის წვერით ამოლამბულ ჟამზე იხარე.

შენი გვირილით – მცირე შუქით
ამ უღრანებში გზას მივიკვლევ,
სად ფრინველივით იკარგება ხშირად ძახილი.

აქ, გარდასულთა რწმენის ნამსხვრევებს
მოვუყრი თავს და ვდგები კოცონთან:
ღამის ტევრიდან გამოდის კაცი,
ვისაც ფრთიანი ლექსი მოსწონდა.

ანთია ჩემი იმედი – ოცხე
და ამ ტყეების თრთოლვას მაძალებს,
მიხსენებს ყურთან უძველეს ქალაქს
და თავის ქალას მილიარდი კითხვებით მივსებს.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=12301

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →