შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მოგონება: "მკვდრის მზე"

საღამო. სოფლის პატარა ღელე.
ჩხრიალი ართობს ხავსიან ყურეს,
და ტანზე იცვამს იმდაგვარ ფერებს,
რომო უნებლიე რიდს იმსახურებს.

იტყვი – "ასკილი გამდნარა თალხში
და ფერაფერას დარბევას ცდილობს"
ამოიმშრალებს თვალს რიდით თავშლის:
"ახლა "ისინი" თბებიან, შვილო."

დაეძებ მაგრამ არავინ არ ჩანს,
არა და მოლზე თვალდათვალ ტირის
შუქი და – ამ დროს იყივლებს ყანჩა
და სოფლის თავზე გადგება ჩრდილი.

მერე ნარჩიტა დაფრთხება ნარზე,
ძერაც უეცრად წააგდებს კისერს –
მზრუნველი ხელი გახურავს თავზე
მშობელი დედის და ლოცვას ისმენ.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=12307

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →