შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ვერხვი

ვაჰმე, რა საბრალო არი
ია, მოსული მთაზედა!
ბეჩავს დააზრობს სიცივე,
ან ელვას დაჰკრავს თავზედა;
ღმერთს მიუცია საწყლისად
მოკლე სიცოცხლის ჟამია,
ქვეყნისა მისგან შვენება
ერთი ბეჩავი წამია.
ია დაიწყებს კდომასა,
დაიქვითინებს: “ვაჰმეო!
თუ გამაჩინე, უფალო,
დიდი დღე რად არ მამეო?”
Laravel
წყარო: https://wikisource.org/wiki/ვერხვი_(ვაჟა-ფშაველა)

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →