ჩანაწერი
Laravel
მეგობრის გახსენება
გაიელვა ქეიფების კოცონმა,
ჩაიქროლეს მოთარეშე ქარებმა,
მოგონება მუცალივით მოცოცდა
და ძმაკაცის ლანდი მემუდარება...
ქვათახევში, გახსოვს, როგორ დავთვერით,
რამდენ ლამაზს ავურიეთ თავგზა და...
მერე წყვილი რომ დავანთეთ სანთელი,
ბაღდადურით ღამის ბნელი გაზავდა...
მომენატრა სიჭაბუკის დღეები _
ჩხუბითა და ტრფობით სავსე ყოჩები...
ღვინოსა ვსვამ, სევდით განახელები,
თქვენთან მოვალ, სიცოცხლეს რომ მოვრჩები...
კვლავ მარტო ვარ და ვერ მიგებს ვერავინ,
სიყვარულის შხამ-ტკბილსა ვცლი ფიალას...
ბარათაშვილს გამოექცა მერანი
და ზედ გულზედ დარდად გადამიარა...
ჩაიქროლეს მოთარეშე ქარებმა,
მოგონება მუცალივით მოცოცდა
და ძმაკაცის ლანდი მემუდარება...
ქვათახევში, გახსოვს, როგორ დავთვერით,
რამდენ ლამაზს ავურიეთ თავგზა და...
მერე წყვილი რომ დავანთეთ სანთელი,
ბაღდადურით ღამის ბნელი გაზავდა...
მომენატრა სიჭაბუკის დღეები _
ჩხუბითა და ტრფობით სავსე ყოჩები...
ღვინოსა ვსვამ, სევდით განახელები,
თქვენთან მოვალ, სიცოცხლეს რომ მოვრჩები...
კვლავ მარტო ვარ და ვერ მიგებს ვერავინ,
სიყვარულის შხამ-ტკბილსა ვცლი ფიალას...
ბარათაშვილს გამოექცა მერანი
და ზედ გულზედ დარდად გადამიარა...
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=7080
კომენტარი
0