შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მოგონება დაღვენთილი სევდებად ..

მოგონება დაღვენთილი სევდებად,
თვალებშიაც ცრემლებს ააელვარებს...
იქნებ ჩვენი სიყვარულიც ბერდება,
როგორც თოვლი უბერდებათ მწვერვალებს...
რეკდა ჟამი _ ცისფერი მისტერია,
ბიჭს და გოგოს ერთურთს ანაცვალებდა...
გადაჭრილი სიცოცხლის არტერია,
თუ მზის ჩასვლა _ ჩვენი გარდაცვალება...
ხატების წინ აღვლენილი ვედრება,
ვერ აოკებს სულს _ შმაგსა და მღელვარეს...
სიყვარული _ არასოდეს ბერდება,
მხოლოდ თოვლი უბერდებათ მწვერვალებს...
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=7090

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →