შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

60

ათასჯერ ამცდა
სიკვდილის ცელი,
და ვიდრე ჭიის
გავხდები სარჩო,
ჩავაწყვე სკივრში
60 წელი,
რომ ხსოვნის შხამი
წვეთ-წვეთად ვხარჯო.

წინ ისევ ისე
ის წლები მიბღვერს -
რაც თითო-თითოდ
60-ჯერ ახდა,
რამაც შემყარა
პიტალო ნიღბებს,
რამაც 60-ჯერ
დამტოვა სახტად.

გავიტან აწიც
ორიოდ კვირას,
სხვაგვარი გზა და
ხსნა მაინც არ ჩანს.
ნეტა იმ 60-ს,
რაც მაგან მტკვირა,
მაცოდვილა და
ტყუილად მხარჯა!

რაც გაიყოლა
ბუბუნი მუხის,
დააშრო მზე და
ოცნების ჭები....
....და მაინც, ერთხანს
დარჩენა თუ ღირს,
იმ 60 წლის
იმედად ვრჩები!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →