შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

იქნება სჯობდა სულაც არ მეთქვა ..

იქნება სჯობდა
სულაც არ მეთქვა,
როს ყვავ-ყორნების ვარ ასაქშევად,
თქვენდამი ჩემში
სხივი რომ ფეთქავს...
...ამ დღეში ვარ და
ამ ასაკში ვარ.
თქვენთან ვარდების
მოტანა მსურდა,
ისე მარტივად, ისე ფაქიზად,
რომ სიფაქიზემ გამყარა სულთან
და სიმარტივემ
ვერ გამაქეზა...
თქვენ-
ასკეტივით ღვთისგან ძლეული,
მე-
ცოდვილი და დიდი ბავშვი ვარ...
ვარ ასე მშვიდი
და დაბნეული...
...ამ დღეში ვარ და
ამ ამბავში ვარ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →