შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ღამე სულივით მიმყვა დილამდი ..

ღამე სულივით
მიმყვა დილამდი,
ჩაიწვა მერე -ცოდვის კარავი...
იყო სასახლე
სავსე ვივალდით,
და ქალი იყო-
როგორც არავინ...

გარეთ იცდიდა ჰავა ნოტიო,
და მრუმე ცაზე უფრო მკაცრი ცა,
წავიდა ქალი
და მელოდიამ
შიშველი ნერვის სიმი გაცრიცა;

და პიჩიკატოს
აკენკილ ანბანს
შეაშრა ცრემლის
მლაშე ცდუნება...
და ის გზა დარჩა,
რომლითაც, ალბათ,
არც წასვლა ღირდა,
არც - დაბრუნება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →