შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ერთი ლექსი

ჩემი გასტუმრება
ასე არ ინებოთ,
წლები მაკლდება და წამებს ვეჭიდები,
ცოტა დამაცადეთ, მინდვრის ყვავილებო,
სანამ შვილებივით წამომეჩიტებით...

ცოტას შეგეჩვევით,
ცოტას დაგიყვავებთ,
მარტო ტკივილივით
ნუ გამემხილებით...
...მერე მოწყენილი ბორცვი ამიყვავეთ,
მოდით შვილებივით გულგაღეღილები..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →