შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ბუხარაში მიმწუხრისას

მზემ დააპირა მწუხრის ნამაზი,
მინარეთებზე თვლემენ ყანჩები.
ცა არის ისე უღვთოდ ლამაზი,
რამე რომ არ თქვა, დაიტანჯები.

მინარეთიდან აფრინდა წერო,
თითქოს ფრთა გაჰკრა გულის სიფიცხეს,
უბის წიგნაკში რომც არ ჩაწერო,
ამ სურათს მაინც ვერ დაივიწყებ.

მზემ დაასრულა მწუხრის ნამაზი,
მინარეთებზე თვლემენ ყანჩები.
ჩაივლის გოგო, ისე ლამაზი,
ხმა რომ არ გასცე, დაიტანჯები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →