შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სულხან-საბა ორბელიანზედ

რადგან დაშვრა ასე საბა, ქება მმართებს აწყა მეცა,
შეუყრია მრავლად სიტყვა, რა ვიხილე, სიბრძნე მეცა;
სად ვნახევდი ასრე კრებით, ქვეყნად მევლო, გინდა მეცა,
საქმით სცანით, თუ ვისწავლი, ვით ვინაღვლი, კიდეც მეცა.

სიყრმითგან იყო მუდამად სიბრძნის სწავლისა მსახველი,
სამოცდაექვს წელს იკითხა, სთქვა: ვერასი ვარ მმარხველი.
იარა ბევრი ქვეყანა, ბევრისაც იყო მნახველი.
ორბელიანმა საბამან სახელითა ქნა სახელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →