ჩანაწერი
Laravel
უკანასკნელი მეკვლე
რომ დაუბერავს ქარი,
გადაიყოლებს ღრუბლებს,
მარტოდ დამრჩალი მტკვარი,
თბილისს გარშემო ურბენს.
გააფრთიანებს მთა-ბარს,
ცა, მოსაუბრე წვიმით.
მზე ცისარტყელას დაბანს,
ტანს, ოქროსფერი სხივით.
ჩამოაჭკნობენ წლები,
ვარდის კოკრებს და ეკლებს,
ღამე იქნება მთების
უკანასკნელი მეკვლე.
ბევრს იმღერებენ გზები,
და დათვრებიან რა რიგ –
არ შეხვდებიან ბზებით,
ციდან მომავალ ტარიგს.
ჯილდო არის თუ ტანჯვა?
სულზე მიკრული ჯვარი,
არაფრის მთქმელი გარჯა,
უსასოება ხარის…
“ჯვართან მისული სურო –
მარტოობა ქნარის,
თვალთა ანგელოზთ შურო,
შენ ღვთისმშობელო კარის.”
“ჯვარზე გაკრული ელვა –
ეს ჩემი დაა ლურჯი,
თეთრი თვალების ღელვა
და მდუმარება მუნჯი… ”
მთის გაგიჟებულ რუებს,
ღვიით, ძენძით და ქვიშით,
სიკვდილი დააყრუებს
მაცხოვრისადმი შიშით.”
რომ დაუბერავს ქარი,
გადაიყოლებს ღრუბლებს,
მარტოდ დამრჩალი მტკვარი,
ჩემს სულს გარშემო ურბენს.
გადაიყოლებს ღრუბლებს,
მარტოდ დამრჩალი მტკვარი,
თბილისს გარშემო ურბენს.
გააფრთიანებს მთა-ბარს,
ცა, მოსაუბრე წვიმით.
მზე ცისარტყელას დაბანს,
ტანს, ოქროსფერი სხივით.
ჩამოაჭკნობენ წლები,
ვარდის კოკრებს და ეკლებს,
ღამე იქნება მთების
უკანასკნელი მეკვლე.
ბევრს იმღერებენ გზები,
და დათვრებიან რა რიგ –
არ შეხვდებიან ბზებით,
ციდან მომავალ ტარიგს.
ჯილდო არის თუ ტანჯვა?
სულზე მიკრული ჯვარი,
არაფრის მთქმელი გარჯა,
უსასოება ხარის…
“ჯვართან მისული სურო –
მარტოობა ქნარის,
თვალთა ანგელოზთ შურო,
შენ ღვთისმშობელო კარის.”
“ჯვარზე გაკრული ელვა –
ეს ჩემი დაა ლურჯი,
თეთრი თვალების ღელვა
და მდუმარება მუნჯი… ”
მთის გაგიჟებულ რუებს,
ღვიით, ძენძით და ქვიშით,
სიკვდილი დააყრუებს
მაცხოვრისადმი შიშით.”
რომ დაუბერავს ქარი,
გადაიყოლებს ღრუბლებს,
მარტოდ დამრჩალი მტკვარი,
ჩემს სულს გარშემო ურბენს.
Laravel
კომენტარი
0