შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ცამდე

ავხტეთ! ავფრინდეთ! ავცდეთ!
მზეს მოვეკიდოთ ცეცხლად,
ფრთებით ავწიოთ – ცამდე!
ეს სიყვარული – ერთხმად!
გავყვეთ! გავიქცეთ! გავცდეთ!
მსოფლმხედველობის ზღურბლებს,
და გავეკიდოთ ცამდე,
წვიმით გაჟღენთილ ღრუბლებს.
გვწვავდეს! გვიყვარდეს! გვწამდეს!
ტოლს არ ვუდებდეთ ეშმაკს,
ფრთებით ავწიოთ – ცამდე!
ეს სიყვარული – ერთხმად!
“დავსხდეთ! დავლიოთ! დავთვრეთ!”
სასმელს მივაკლათ სევდა,
და შემოვძახოთ – ქართველთ!
ერთად ბიჭებო, ერთად!
მერე კვლავ ასვლა – ცამდე!..
მერე კვლავ ასვლა – ღმერთთან!..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →