შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მხოლოდ შენ…

თვალებს ვერ ვახელ,
მიჭირს…
გული ვერ ამბობს
… -ჰოს!..
სუნთქვას სიკვდილი
მიჭრის,
სულზე ცრემლებად
თოვს.
გაზაფხულია
ისევ,
როგორც წინა ამ
დროს,
ალერგია მაქვს
სისხლზე,
მეტს ნუღარ დაღვრით,
-გთხოვთ…
გადავეჩვიე
რითმებს,
აღარ მივყვები
დროს,
უსამართლობა
მითრევს,
ვითრევ ცოდვიან
მძორს.
მხოლოდ შენ დამრჩი
ვისზეც,
შემიძლია რომ
ვთქვა,
-სულზე მეხება
მზისებრ,
მაგრამ არასდროს
მწვავს…
ნუ შემეჩვევი
ისე,
ვერ ერეოდე
თავს,
უეცარი ვარ
წამზე,
უცებ ვორთქლები
ცად,
მინდა უბრალოდ
გწამდე!..
(ნურც დამივიწყებ
მთლად.)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →