ჩანაწერი
Laravel
სხვებს ვარიგებდი ..
სხვებს ვარიგებდი – მე ვინ მარიგებს?
სხვებს ვახარებდი – მე ვინ მახარებს?
სხვებს ვასწავლიდი – მე ვერ გავიგე,
იებმა თავი რატომ დახარეს?
სხვებს ვამეცნებდი და მე არ ვიცი!
რატომ გაუქრა(თ) მზეებს სხივები,
სხვებს ვამშვიდებდი და მე განვიცდი,
-რატომ წავიდნენ ჩემგან წვიმები?
სხვებს ვუყვებოდი – მე ვინ მიყვება?
რა იყო შენი პირველი სიტყვა?!
ვიცი, გკითხავ და გაგეცინება:
-პასუხი იყო თუ იყო კითხვა?
სხვებს ვახარებდი – მე ვინ მახარებს?
სხვებს ვასწავლიდი – მე ვერ გავიგე,
იებმა თავი რატომ დახარეს?
სხვებს ვამეცნებდი და მე არ ვიცი!
რატომ გაუქრა(თ) მზეებს სხივები,
სხვებს ვამშვიდებდი და მე განვიცდი,
-რატომ წავიდნენ ჩემგან წვიმები?
სხვებს ვუყვებოდი – მე ვინ მიყვება?
რა იყო შენი პირველი სიტყვა?!
ვიცი, გკითხავ და გაგეცინება:
-პასუხი იყო თუ იყო კითხვა?
Laravel
კომენტარი
0