შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

საქართველო ..

სად არ ვიარე, რა არ მინახავს,
ასგზის შემისვამს ვნების გრაალი,
თვალი ყველაფერს გულში ინახავს,
მაგრამ შენდარი არა რა არი!

სულზე მეღვრება ტანჯვის ფიალა,
ახლა წარსული მომავალს ჰქვია,
მოსვლა იყო და დააგვიანა,
წასვლა იყო და წავიდა გვიან.

მე საქართველოს წარსული მტკივა,
მივიწყებული, ფეხით ნათელი,
ჰოი, უფალო, ეს გზა სად მივა?
გადაჯიშდება ნუთუ ქართველი?…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →