შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დადა მანიფესტი

ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია
სპარსულ რომ ჩამოაქვს ენზელიდან
შიგ ეტევა მთლი აზიის სისულელე
და ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის.
რაშეედრება, როცა ყრუ სომეხი მუცელს იცლის
ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა
თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა მოვტყან
ჩემს იქით პარიზია…
ელისეის მინდვრები
ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენეს
პოლ კლოდელი კოცნის ჩინელი ქალის ბალღამიან ფეხს
და ტრისტან ტცარა ათამაშებს ”დადას” კუკლას.
ვზივარ მოედანში.. შეღბილი ინით თათარი
ატორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი)
(ამბობენ არაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ).
უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსები
როცა სატურიის სანაობზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციას
როცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაია.
მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან
ერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელი
ვის უნდა შენი ნაზი ლექსები
ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან
თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს.


22 ოქტომბერი,
Laravel

კომენტარი

3
ლუკა მარი მარკშეიდერი დონე 1 · ახალბედა 4 წლის წინ
თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა მოვტყან!
ნიკოლოზ კანდალი ვებ-დიზაინერი დონე 1 · ახალბედა 2 წლის წინ
მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან
რა ბუმბერაზი ხართ, ტიციან… მანტრა!
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →